ფეხბურთი

22:14 | 26.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

დიბუ მარტინესმა ბრაზილიას დასცინა, პუბლიკას ეს მოეწონა, სკალონის - არა (+VIDEO)

არგენტინის ნაკრების მეკარემ, ემილიანო მარტინესმა ბრაზილიასთან მატჩშიც (4:1) მიიქცია ყურადღება.

არგენტინამ მეტოქე ადვილად დაამარცხა, დიბუმ კი, გასართობადაც მოიცალა: 78-ე წუთზე მან ბურთის კენწვლა დაიწყო, რასაც პუბლიკის აღტაცება მოჰყვა და მისი სახელის სკანდირება დაიწყეს. თუმცა, კადრში გამოჩნდა არგენტინელთა მთავარი მწვრთნელი ლიონელ სკალონი, რომელსაც მეკარის ქცევა სულაც არ მოეწონა.

მარტინესმა მატჩის შემდეგ ამასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა:

„ეს არის ის, რასაც როგორც წესი, კლუბში არ ვაკეთებ. ვიცი, რომ მწვრთნელს არ მოეწონა, მას შეეძლო ჩემი შეცვლა, ცოტა გიჟია. ამ მატჩს ფინალივით მივუდექით, მსოფლიოს ჩემპიონატზე უკვე გასული ვიყავით, მაგრამ მოგება გვინდოდა. გვინდა გავაგრძელოთ ისტორიის წერა, არა მხოლოდ ტიტულებით, არამედ მოედანზე ვაჩვენოთ თავგანწირვა და სიამაყე“, - თქვა მარტინესმა.

შეგახსენებთ, რომ კონმებოლის ზონიდან არგენტინა პირველი ნაკრებია, რომელმაც მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატზე თამაშის უფლება უკვე მოიპოვა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06574