ჩოგბურთი

21:31 | 26.03.2025 | ნანახია 457 - ჯერ

საბალენკა და პაოლინი მაიამის მასტერსის ნახევარფინალში ერთმანეთს დაუპირისპირდებიან

მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი, არინა საბალენკა და მე-6 ნომრად განთესილი ჟასმინ პაოლინი მაიამის მასტერსის ნახევარფინალში გავიდნენ.

საბალენკამ 9-ე ნომრად განთესილი ჟენგი 6-2, 7-5 დაამარცხა და მაიამის ღია პირველობის ნახევარფინალში პირველად ითამაშებს.

პაოლინიმ მაგდა ლინეტს 6-3, 6-2 მოუგო და გახდა პირველი იტალიელი ქალი, რომელმაც ამ ტურნირის ნახევარფინალს მიაღწია.

ისინი ნახევარფინალში ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებენ.

0.065947
457