საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი დიდი შანსია, რომ ზაფხულში ლისაბონის „სპორტინგში“ გადავიდეს.
პორტუგალიური გამოცემა Record-ი წერს, რომ კლუბებს შორის შეთანხმება მიღწეულია 5.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ ტრანსფერზე, რასაც შესაძლოა, 1.5 მილიონის ბონუსიც დაემატოს.
ქართველ ნახევარმცველს მოსწონს „სპორტინგის“ ვარიანტი, მიუხედავად იმისა, რომ ინტერესი „ტრაბზონსპორიდან“ და „ნაპოლიდანაც“ არსებობს. თუმცა, ჯერჯერობით, გიორგი მხოლოდ მიმდინარე სეზონზეა კონცენტრირებული და სურს, რომ „ლევანტეს“ ლა ლიგაში დაბრუნებაში დაეხმაროს. ვალენსიური კლუბი ამჟამად ლა ლიგა 2-ში პირველ ადგილზეა, მაგრამ კონკურენცია დიდია და მოდუნების უფლება არ აქვთ.
გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან საქართველოს ნაკრებშიც ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონშიც შედეგიანი თამაში აჩვენა და 3 გოლის გატანა შეძლო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
ჩემი მოკრძალებული აზრით, თუ ლევანტე გადავა, ჯობია დარჩეს..ისე როგორც ბუდუ უნდა დარჩენილიყო ...