კალათბურთი

11:30 | 26.03.2025 | ნანახია 2507 - ჯერ

გოგა ბითაძეს 2 ქულა და "ორლანდოს" ზედიზედ მესამე გამარჯვება

NBA-ში მორიგი ტურის შეხვედრა გამართა გოგა ბითაძის "ორლანდო მეჯიქმა" , რომელმაც სტუმრად "შარლოთ ჰორნეთსს" 111:104 მოუგო და ზედიზედ მესამე გამარჯვება ჩაიწერა.

"ორლანდოს" მხრიდან საუკეთესო პაულო ბანკერო იყო, რომელმაც 32 ქულა ჩააგდო, ხოლო ფრანც ვაგნერმა შეხვედრა 26 ქულით დაასრულა.

გოგა ბითაძეს სათამაშოდ არასრული 22 წუთი მიეცა, რა დროშიც ქართველმა 2 ქულა 9 მოხსნა და 2 შედეგიანი გადაცემა დააგროვა. ბითაძემ 2-დან 1 ორქულიანი ჩააგდო და ერთხელ სამქულიანი გააფუჭა.

გეტყვით, რომ "ორლანდო" 35 მოგებითა და 38 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციაში მე-8 ადგილს იკავებს. შემდეგ შეხვედრას გოგას გუნდი 28 მარტს "დალასისი" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (3)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

20:12 | 23.06.2014
buska (1193)

ისედაც არ გვყავს ბავშვები და რა დროს დისკვალიფიკაციაა და ნაკრები რა შუაშია საერთოდ,ეს უსტიაშვილი ვერ ამართლებს და ვეღარ მიხვდნენ სხვას ჩააბარონ 20 წლიანები და დიდ ნაკრებში ხო რას ამბობ თავისი ლუბიმჩიკების შერჩევის მეტს არაფერს არ აკეთებს.

19:24 | 23.06.2014
BEERTRANCE (97819)

წარმატებები ნაკრებს მაგრამ ეგ უსტიაშვილი მოაცილეთ ამათ.

18:43 | 23.06.2014
mishkamilan (1652)

ნოდარ გოგოძეა ის ბავშვი გოგლიძე კი არა :@

0.070936
2507