კალათბურთი

10:34 | 26.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

სანდრო მამუკელაშვილის 11 ქულა, "სან ანტონიო" სტუმრად "დეტროიტ პისტონსთან" განადგურდა (+VIDEO)

NBA-ში სანდრო მამუკელაშვილის "სან ანტონიოს" სამმატჩიანი მოგებათა სერია "დეტროიტ პისტონსთან" შეწყდა, ქართველის გუნდი სტუმრად უშანსოდ 122:96 დამარცხდა.

სანდრო მამუკელაშვილმა პარკეტზე არასრული 17 წუთი გაატარა, რა დროშიც 11 ქულას, 2 მოხსნას და 1 შედეგიან გადაცემას მოუყარა თავი. ქართველმა კალათბურთელმა 4-დან 3 სამქულიანი ჩააგდო და 3-დან 1 ორქულიანი. აქვე სათქმელია, რომ სანდრომ 5 პერსონალური ფოლი მიიღო.

"სან ანტონიოს" 31 მოგებითა და 40 მარცხით დასავლეთ კონფერენციის გათამაშებაში მე-13 ადგილზე იმყოფება. შემდეგ შეხვედრას "მამუს" გუნდი 28 მარტს სტუმრად "კლივლენდ კავალიერსის" წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.067096
სარეკლამო ადგილი - 99
X x X