კალათბურთი

0:55 | 26.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი შერმადინის 5 ქულა ჩემპიონთა ლიგაზე

საკალათბურთო ჩემპიონთა ლიგის მეორე ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ტენერიფემ“ „მანრესას“ უმასპინძლა, რომელიც 81:71 დაამარცხა.

მასპინძლებმა პირველი ტაიმი წააგეს, მაგრამ მეორე ტაიმში სიტუაცია გამოასწორეს და თამაშის მოგებაც მოახერხეს.

გიორგი შერმადინმა 15 წუთი ითამაშა, ხსენებულ დროში კი 5 ქულა და 1 მოხსნა მიითვალა. ქართველმა ცენტრმა 3-დან 2 ორქულიანი და 2-დან 1 საჯარიმო ჩააგდო.

„ტენერიფემ“ ჯგუფში ექვსივე თამაში მოიგო და მეოთხედფინალში გავიდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06185