ფეხბურთი

22:17 | 25.03.2025 | ნანახია 186 - ჯერ

გორის "დილამ" პორტუგალიელი ფეხბურთელი დაიმატა

32 წლის პორტუგალიელი ცენტრალური მცველი ტიაგო ილორი „დილას" ფეხბურთელია. მასსა და გორულ კლუბს შორის კონტრაქტი სეზონის ბოლომდე გაფორმდა.

ტიაგო პორტუგალიის ყველა ასაკობრივი და ასევე პორტუგალიის ოლიმპიური ნაკრების წევრი გახლდათ.

„პორტუს“ აღზრდილ ცენტრალურ მცველს, კარიერის განმავლობაში ასევე უთამაშია ისეთ კლუბებში როგორიცაა „ლივერპული", „ასტონ ვილა", „ბორდო“, „ლორიენი“ და „გრანადა“. ტიაგო ილორი „დილას“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.130159