ფეხბურთი

23:32 | 25.03.2025 | ნანახია 1375 - ჯერ

უზბეკეთი ძალიან ახლოსაა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურთან

უზბეკეთის ნაკრები ძალიან ახლოსაა ისტორიაში პირველად მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლასთან.

აზიის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე ჯგუფში უზბეკეთი 8 ტურის შემდეგ 17 ქულით მეორე ადგილზეა და ამ პოზიციას თუ შეინარჩუნებს, მუნდიალზე გავა. ეს კი, არ უნდა გაუჭირდეს, რადგან ორი ტურით ადრე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს 4 ქულით უსწრებს, რომელსაც მომდევნო ტურში ესტუმრება.

ამ ჯგუფიდან ირანი უკვე გავიდა. აზიაში სამი საკვალიფიკაციო ჯგუფია, ორ-ორი საუკეთესო ავტომატურად გადის მსოფლიოს ჩემპიონატზე (ირანი და იაპონია უკვე გავიდნენ), ხოლო მესამე-მეოთხეადგილოსნები პლეი-ოფში გააგრძელებენ ბრძოლას.

სწორედ ამიტომაა, რომ უზბეკეთის გარდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე გასვლის დიდი შანსი აქვთ ერაყს, იორდანიას, ემირატებს და ინდონეზიას.

აღსანიშნავია, რომ უზბეკეთის ნაკრებს ქართული წარმოშობის მთავარი მწვრთნელი ჰყავს - ტიმურ კაპაძე.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

09:45 | 26.03.2025
ს.კ.1923 დ.ბ. (2027)

მაგარი ოლე სისტემაა, აზიიდან გასვლა უფრო ადვილია, ყაზახები კი კაი ფეხბურთელებივით ევროპაში გადმოვიდნენ

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.122731