„მანჩესტერ იუნაიტედში“ მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კიდევ ერთი რევოლუციური ცვლილებები იგეგმება.
როგორც Manchester evening news იტყობინება, ზაფხულში გუნდს მინიმუმ 10-მდე ფეხბურთელი დატოვებს: კაზემირო, კრისტიან ერიკსენი, მარკუს რაშფორდი, რომელიც ახლა იჯარით „ასტონ ვილაშია“, ჯონი ევანსი, ტომ ჰატონი, ალთაი ბაინდირი, ანტონი, რომელიც „ბეტისშია“ განათხოვრებული, ვიქტორ ლინდელოფი და ჯეიდონ სანჩო (ის იჯარით „ჩელსიშია“), „იუნაიტედის“ სამომავლო გეგმებში არ შედიან და კლუბი ეცდება, რომ ყველა მათგანი გაყიდოს.
გარდა ამისა, გაურკვეველია ალეხანდრო გარნაჩოს და ჯოშუა ზირკზეს მომავალიც, დიდი შანსია, რომ რუბენ ამორიმმა უარი მათზეც თქვას.
შეგახსენებთ, რომ „მანჩესტერ იუნაიტედი“ პრემიერლიგაში სეზონის დასრულებამდე 9 ტურით ადრე 37 ქულით მე-13 ადგილზეა, მაგრამ სამაგიეროდ, ევროპა ლიგის მეოთხედფინალშია, რომლის მოგება შეუძლია და ეს ჩემპიონთა ლიგის საგზურის მომტანიც იქნება. „მანჩესტერი“ მეოთხედფინალში გიორგი მიქაუტაძის „ლიონს“ დაუპირისპირდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია