საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ფეხბურთელი გიორგი ქოჩორაშვილი თურქული „ტრაბზონსპორის“ ინტერესის სფეროშიცაა.
როგორც თურქული მედია წერს, ტრაბზონელთა მთავარ მწვრთნელ ფატიჰ თეკეს ქართველი ნახევარმცველი ძალიან მოსწონს და სკაუტებთან უკვე შეხვედრაც გამართა. თეკემ ქოჩორაშვილის თამაში სომხეთის ნაკრების წინააღმდეგ ერევანში გამართულ მატჩშიც პირადად იხილა, რომელშიც გიორგიმ გოლიც გაიტანა.
ჯერ ფინანსურ დეტალებზე ცნობილი არაფერია, მაგრამ ქოჩორაშვილით სერიოზულ ინტერესს „სპორტინგიც“ იჩენს, ასევე ახსენეს „ნაპოლიც“.
გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან საქართველოს ნაკრებშიც ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონშიც შედეგიანი თამაში აჩვენა და 3 გოლის გატანა შეძლო.