Sky Sport-ის ჟურნალისტის ფლორიან პლეტენბერგის თქმით, „ბაიერმა“ ნახევარმცველ ფლორიან ვირცისთვის ახალი კონტრაქტი მოამზადა.
წყაროს ცნობით, შეთანხმება მინიმუმ 2028 წლის ივნისამდე გაგრძელდება და მოიცავს გამოსყიდვის პუნქტს, რომელიც მომავალ ზაფხულს გააქტიურდება.
კლუბი ფეხბურთელის გადაწყვეტილებას ელოდება, რომელიც უახლოეს მომავალში უნდა მიიღოს.
ამ ზაფხულს, „ბაიერნს“ და „მანჩესტერ სიტს“ სურთ ვირცის შეძენა - „ბაიერი“ ღიაა მოლაპარაკებებისთვის, მაგრამ სატრანსფერო თანხად მხოლოდ 120-130 მილიონი ევროს (+ ბონუსები) განიხილავს.
ვირცმა მიმდინარე სეზონში კლუბის 38 მატჩში 15 ბურთი გაიტანა და 12 საგოლე გადაცემა შეასრულა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია