ფეხბურთი

12:49 | 25.03.2025 | ნანახია 163 - ჯერ

იტალიაში კარლო ანჩელოტი 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს

მადრიდის „რეალის“ მთავარი მწვრთნელი კარლო ანჩელოტი 2023/2024 წლების სეზონის საუკეთესო იტალიელ მწვრთნელად დაასახელეს. ამის შესახებ იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახური იტყობინება.

გასულ სეზონში ანჩელოტი მადრიდის „რეალთან“ ერთად ესპანეთის ჩემპიონი გახდა, მხოლოდ ერთი მარცხი განიცადა და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო, ფინალში დორტმუნდის „ბორუსია“ 2:0 დაამარცხა.

მიმდინარე სეზონში „რეალი“ პრიმერა დივიზიონის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილზეა, რომელმაც 28 მატჩში 60 ქულა მოაგროვა. ჩემპიონთა ლიგაზე „სამეფო კლუბი“ ტურნირის მეოთხედფინალში გავიდა, სადაც ლონდონის „არსენალს" დაუპირისპირდება. ესპანეთის თასზე კი ანჩელოტის გუნდმა პირველი ნახევარფინალური მატჩი „რეალ სოსიედადთან“ ანგარიშით 1:0 მოიგო.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.129858