პსვ ეინდჰოვენმა გამოაცხადა, რომ გუნდის ერთ-ერთ ფეხბურთელს ტუბერკულოზის დაავადება აქვს.
როგორც ნიდერლანდური კლუბის განცხადებაშია აღნიშნული, ყველა საჭირო ზომის მიღება უკვე დაწყებულია და ფეხბურთელი 3-4 კვირის განმავლობაში იზოლირებული იქნება. მის გარშემო მყოფ ადამიანებს კი დაინფიცირების საფრთხე არ ემუქრებათ.
პსვ-მ ფეხბურთელის ვინაობა არ გაასაჯაროვა და კონფიდენციალურობა დაცული იყო, თუმცა, ესპანურმა მედიამ მალევე გაარკვია, რომ საუბარია 36 წლის თავდამსხმელზე, ლუკას პერესზე, რომელიც პსვ-ს იანვარში ლა კორუნიის „დეპორტივოდან“ შეუერთდა.
ლუკას პერესს კარიერის განმავლობაში „რაიო ვალეკანოში“, „კარპატიში“, „დინამო კიევში“, „პაოკში“, „არსენალში“, „ვესტ ჰემში“, „ალავესში“, „ელჩესა“ და „კადისში“ უთამაშია.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია