ფეხბურთი

19:50 | 24.03.2025 | ნანახია [] - ჯერ

რა მოხდა გიულერსა და სობოსლაის შორის? დაძაბულობა სოციალურ ქსელშიც გაგრძელდა

თურქეთის ნაკრებმა ერთა ლიგის A დივიზიონის საგზური მოიპოვეს, მათ პლეი-ოფის მატჩში უნგრეთის ნაკრები ორი მატჩის ჯამში 6:1 დაამარცხეს.

გუშინ გამართულ განმეორებით დაპირისპირებისას თურქეთის ნაკრების ლიდერ არდა გიულერსა და უნგრეთის ნაკრების კაპიტან დომენიკ სობოსლაის შორის დაპირისპირება მოხდა, თურქი ფეხბურთელი გატანილი გოლის შემდეგ სობოსლაისთან მივიდა და საჩვენებელი თითი ტუჩებთან მიიტანა, რითაც უნგრელს გაჩუმებისკენ მოუწოდა.

აღნიშნული ქმედების ამსახველი ფოტო მასალა მალევე უნგრეთის ერთ-ერთმა სპორტულმა გამოცემამ სოციალურ ქსელში გაავრცელა, რაც უყურადღებოდ არ დატოვა თავად სობოსლაიმ და კომენტარი დაწერა: - "1088". როგორც შემდგომ გაირკვა, ეს ციფრები არდა გიულერის მიმდინარე სეზონში ნათამაშები წუთებია მადრიდის "რეალის" შემადგენლობაში.



სობოსლაის ეს ქმედება უპასუხოდ არ დატოვა არდა გილერმა, რომელმაც სოციალურ ქსელში შემდეგი რამ დაწერა:

"ეს ბიჭი ხუმრობს ალბათ, მისთვის 6 გოლი საკმარისი არ აღმოჩნდა, რომ მოკეტოს."

ცნობისთვის, საქართველოს ნაკრები მომდევნო ოფიციალურ შეხვედრას 4 სექტემბერს სწორედ თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს .

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.104016
სარეკლამო ადგილი - 99
X x X