ცნობილმა პორტალმა Transfermarkt-მა ესპანეთის ლა ლიგაში მოთამაშე ფეხბურთელების საბაზრო ღირებულებები განაახლა, რომლის თანახმად, გიორგი მამარდაშვილის ფასი 10 მილიონი ევროთი შემცირდა.
წყაროს თანახმად, გიორგი ახლა 30 მილიონი ევრო ღირს, მაშინ, როცა მისი ფასი 40 მილიონი ევრო იყო. მიუხედავად, მკვეთრი გაიაფებისა, ის „ვალენსიაში“ მაინც ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელია, ისევე, როგორც ლა ლიგაში მეკარეებს შორის.
საქართველოში მხოლოდ ხვიჩა კვარაცხელიას ჩამორჩება, მსოფლიოში მეკარეებს შორის მე-8 ადგილზეა, 2000 წელს დაბადებულ ფეხბურთელებში 28-ე საფეხურზე, ლა ლიგაში 33-ე პოზიციაზე, ხოლო მსოფლიოში 259-ე ადგილზეა.
მამარდაშვილს Transfermarkt გასული წლის ზაფხულიდან დეკემბრამდე 45 მილიონად აფასებდა, დეკემბერში მისი ფასი 40 მილიონ ევრომდე შემცირდა, ხოლო ახლა 30 მილიონამდე.
შეგახსენებთ, „ლივერპულმა“ "ვალენსიადან" გიორგი მამარდაშვილი გასულ ზაფხულს 35 მილიონ ევროდ შეიძინა, მიმდინარე სეზონის ბოლომდე კი, იჯარით ესპანურ კლუბში დატოვა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია