ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელმა ლამინ იამალმა ვეტერან ნიდერლანდელ ფეხბურთელ რაფაელ ვან დერ ვაარტს ირონიულად უპასუხა.
საქმე ისაა, რომ ვან დერ ვაარტმა ნიდერლანდელი-ესპანეთის პირველი მატჩის შემდეგ იამალი გააკრიტიკა:
„ლამინ იამალის შესახებ რაღაცები შევნიშნე, რაც მაწუხებს. შორტი ძალიან დაბლა აქვს ჩამოწეული და ზედაპირული ჟესტებით გამოირჩევა. თუ ასეთი ახალგაზრდა ხარ, ესპანეთის ნაკრებში თამაშით ყოველი წუთით ბედნიერი უნდა იყო. არ აქვს მნიშვნელობა რამდენად კარგი ხარ, ამ ასაკში ეს ყოველ წუთს უნდა აჩვენო და ყოველ თამაშში“, - თქვა ვან დერ ვაარტმა პირველი მატჩის შემდეგ.
გუშინდელი შეხვედრის შემდეგ კი, იამალმა სოციალურ ქსელში ფოტოები გამოაქვეყნა, მათ შორის ვან დერ ვაარტისაც და დაწერა: „ჩამოწეული შორტი, გოლი, გაცუდებული პენალტი და ნახევარფინალის საგზური“.
ცხადია, „ბარსელონას“ და ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელის პოსტი ირონიას შეიცავდა.
შეგახსენებთ, რომ ესპანეთმა ნიდერლანდები პენალტების სერიაში დაამარცხა (2:2, 3:3) და ერთა ლიგის ნახევარფინალში. გარდა ამისა, ესპანეთი ამ გამარჯვებით მუნდიალის შესარჩევ ციკლში საქართველოს, თურქეთისა და ბულგარეთის ჯგუფში მოხვდა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
წელს მართლაც განსაკუთრებით საინტერესო იქნება პრემიერ ლიგა, ვშიშობ მანიუ უკან დაიხევს...
სანამდე გაქაჩავენ მოიესის ხელში ლიგაზე ნამდვილად არ ვიცი მაგრამ, ყველაზე დაძაბული და საინტერესო პრემიერ ლიგა წელს გველოდება ბიჭებო. აი ჩაქირის დედა მ.... მე.
მინიმუმ ნახევარფინალი ლიგაზე პერსიიიი
pinalamde gavleნ
ერთი ორი წელი გაუჭირდება მთლიანად კლუბს,მერე შენც აღარ უნდა იყო კლუბში
)
ეგრე ქენი
დაელოდე
მიგი პერსი ლიგა ცელს უნდა აიხო ამ ცელს ფინალში გასვლას იმსახურებდი მაგრამ ჩაკირმა დახატა