ფეხბურთი

15:24 | 24.03.2025 | ნანახია 618 - ჯერ

"ნაპოლი" გიორგი ქოჩორაშვილის სანაცვლოდ 10 მილიონის გადახდაზე თანახმაა

საქართველოს ნაკრებისა და „ლევანტეს“ ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი ლისაბონის „სპორტინგის“ და „ნაპოლის“ ინტერესის სფეროშია.

პორტუგალიურ კლუბზე საუბარი აქამდეც იყო, ახლა კი, როგორც ჩანს, საქმეში „ნაპოლიც“ ჩაერთო.

როგორც თურქი ჟურნალისტი ეკრემ კონური იტყობინება, ორივე კლუბი მზადაა, რომ „ლევანტეს“ ქართველი ნახევარმცველის ტრანსფერზე 7-10 მილიონი ევროს შეთავაზება გაუკეთესო. ეს კი, ის თანხაა, რომელზეც ესპანური კლუბი ალბათ თანახმა იქნება.

თუმცა, პარალელურად, პორტუგალიური გამოცემები წერენ, რომ "სპორტინგს" უკვე მიღწეული აქვს შეთანხმება, როგორც "ლევანტესთან", ისე ქოჩორაშვილთან და ქართველი ლისაბონელებს ზაფხულში შეუერთდება, ტრანსფერის ღირებულება კი, 5.5 მილიონ ევროს შეადგენს, რასაც ბონუსების სახით 1.5 მილიონიც დაემატება.

გიორგი ქოჩორაშვილმა ლა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 6 გოლი გაიტანა და 4 საგოლე პასი გააკეთა. მან საქართველოს ნაკრებშიც ერთა ლიგის 2024-2025 წლების სეზონშიც შედეგიანი თამაში აჩვენა და 3 გოლის გატანა შეძლო.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

12:07 | 30.05.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ცოტა ასაკმა მიუკაკუნა

0.061568
618