ესპანეთის ლიგა ენდესას 24-ე ტურში ტენერიფე შინ მორაბანკ ანდორას შეხვდა და მეტოქე 12-ქულიანი სხვაობით 96:84 დაამარცხა.
გიორგი შერმადინმა თავისი ყოფილი გუნდის წინააღმდეგ მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა, მან პარკეტზე 31:32 წუთი გაატარა, რა დროშიც ორმაგი დუბლი გაიფორმა. შერმადინმა 22 ქულა და 10 მოხსნა დააგროვა. მან 8 ორქულიანი და 6-დან 6 საჯარიმო ჩააგდო და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა, მისმა სარგებლიანობის ინდექსმა 38-ს უწია, რაც არა მხოლოდ ამ მატჩში, მთლიანად 24-ე ტურში საუკეთესო იყო და მორიგმა ტიტულმაც არ დააყოვნა.
„ტენერიფეს“ 19 მოგებითა და 5 მარცხით 38 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მხოლოდ მადრიდის „რეალს“ ჩამორჩება. შერმადინი და მისი თანაგუნდელები მომდევნო შეხვედრას 29 მარტს, „სარაგოსას“ წინააღმდეგ ჩაატარებენ.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია