ფეხბურთი

1:15 | 24.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე: "დედაჩემის დაბადების დღე იყო და დავპირდი, რომ გოლს გავიტანდი"

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი მიქაუტაძემ სომხეთთან მატჩის (6:1) შემდეგ, რომელშიც დუბლი შეასრულა, კომენტარი გააკეთა.

„დღეს დედაჩემის დაბადების იყო და გუშინ ვუთხარი, რომ გოლს გავიტან შენს დაბადების დღეზე-მეთქი. ორივე თამაში მოვიგეთ, ყველაფერი გავაკეთეთ, რომ B დივიზიონში დავრჩენილიყავით და ყველა გახარებულები ვართ“, - თქვა მიქაუტაძემ.

გიორგი მიქაუტაძემ საქართველოს ნაკრების ბოლო ოთხ მატჩში 6 გოლი გაიტანა, ზედიზედ მეორედ შეასრულა დუბლი და ზოგადად, 37 შეხვედრაში უკვე 20 გოლი დაუგროვდა, რის შედეგადაც, ყველა დროის საუკეთესო ბომბარდირ შოთა არველაძეს მხოლოდ 6 გოლით ჩამორჩება.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო სეზონში ერთა ლიგაზე ისევ B დივიზიონში ითამაშებს, ხოლო შემდეგი სანაკრებო ფანჯარა ივნისშია, როცა ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, თუმცა მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

23:43 | 19.11.2022
luka08 (622)

ბრავო !

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.055606