ფეხბურთი

0:20 | 24.03.2025 | ნანახია 892 - ჯერ

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი: "მზად ვართ, ეს სირთულეები დავძლიოთ"

სომხეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა არმენ მელიქბეკიანმა საქართველოს ნაკრებთან მარცხის (1:6) შემდეგ განცხადება გაავრცელა:

"თამაშის შემდეგ ხანგრძლივი საუბარი გვქონდა ფედერაციის წარმომადგენლებთან, ფეხბურთელებთან, მწვრთნელებთან, გვქონდა ხანგრძლივი და სერიოზული საუბარი და მივედით დასკვნამდე, რომ მზად ვართ მივიღოთ ეს გამოწვევა. დარწმუნებული ვარ, რომ როგორც გუნდს შეგვიძლია წინსვლა. ბოდიშს ვუხდი გულშემატკივარს ამ შედეგისთვის. დიდი ხნის საუბრის შემდეგ მივედით დასკვნამდე, რომ შეგვიძლია წინ წავიწიოთ როგორც ერთმა გუნდმა, მიუხედავად სომხურ ფეხბურთში არსებული ნეგატივისა.

მზად ვართ დავძლიოთ ეს ყველაფერი, ეს სირთულეები, ვეცდებით, ივნისში სრულიად განსხვავებულ მდგომარეობაში ვიყოთ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ მოვემზადოთ და მზად ვიყოთ, როგორც საკმაოდ კონკურენტუნარიანი გუნდი სექტემბერში მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე. ეს არის ფედერაციის, სამწვრთნელო შტაბის და ფეხბურთელების ერთობლივი განცხადება“, - თქვა მელიქბეკიანმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სომხეთს ორივე მატჩი მოუგო, სტუმრად 3:0, შინ 6:1 და ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.077346
892