სომხეთის ნაკრების კაპიტანმა ვარაზდათ ჰაროიანმა საქართველოსთან მატჩის (1:6) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
როგორც მან თქვა, იმედი აქვს, რომ ასეთი სამარცხვინო მარცხი აღარ განმეორდება:
„ბოდიში გულშემატკივრებს და მადლობა მხარდაჭერისთვის. გუნდში დიდხანს ვისაუბრეთ, ყველამ მივეცით საკუთარ თავს პირობა და იმედი გვაქვს, რომ ასეთი დამარცხებები აღარ იქნება. ვიმედოვნებ, ყველამ გავიგეთ ყველაფერი. თითოეულმა ჩვენგანმა ჩვენი შეცდომები უნდა ვეძებოთ, უნდა დავპირდეთ საკუთარ თავს, რომ ასეთი სამარცხვინო დამარცხებები აღარ განმეორდება.
ახლა რთულია საუბარია, რადგან ემოციები მაღალია, მაგრამ როგორც ნაკრების კაპიტანი, ვიცი, რასაც გპირდებით. როგორც კაპიტანი, ყველაფერს გავაკეთებ, რომ ასეთი სირცხვილი აღარ განმეორდეს“, - თქვა ჰაროიანმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა სომხეთს ორივე მატჩი მოუგო, სტუმრად 3:0, შინ 6:1 და ერთა ლიგის B დივიზიონში ადგილი შეინარჩუნა.