ფეხბურთი

22:48 | 23.03.2025 | ნანახია 0 - ჯერ

საბა გოგლიჩიძე: "ეს უბრალოდ სტატისტიკაა, ჩემთვის მთავარი გუნდის გამარჯვებაა"

საქართველოს ნაკრების მცველმა საბა გოგლიჩიძემ სომხეთთან მატჩის (6:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, მთავარი გუნდის გამარჯვებაა:

„პასების 100%-იანი სიზუსტის მაჩვენებელი ჩემთვის არაფერს წყვეტს, უბრალოდ სტატისტიკაა, მთავარი გუნდის გამარჯვებაა, კარგი თამაში, რაც ორივე მატჩში ვიხილეთ და ბედნიერი ვარ ამის გამო.

გურამ კაშიას გვერდით თამაში მაგარი შეგრძნებაა, რადგან ყოველთვის მის თამაშებს ვუყურებდი და როცა ასეთ გამოცდილ ფეხბურთელთან თამაშობ, დამიჯერეთ, სხვა განცდაა. "დინამო არენაზე" ნაკრების რიგებში პირველად ვითამაშე და ძალიან მაგარი ყოფილა, ბედნიერი ვარ, რომ ეს გამოცდილება მივიღე, იტალიაში სავსე სტადიონების ფუფუნება არის, მაგრამ იტალიაში არ მინახავს ის, რაც დღეს საქართველოში ვნახე, ჩვენ ბევრად მაგარი გულშემატკივრების გვყავს“, - თქვა გოგლიჩიძემ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო სეზონში ერთა ლიგაზე ისევ B დივიზიონში ითამაშებს, ხოლო შემდეგი სანაკრებო ფანჯარა ივნისშია, როცა ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, თუმცა მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068145
სარეკლამო ადგილი - 99
X x X