იტალიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ გერმანიასთან მატჩამდე კომენტარი გააკეთა.
იტალიელი სპეციალისტი დარწმუნებულია, რომ მის გუნდს დორტმუნდში „ბუნდესნაკრების“ დამარცხება შეუძლია.
„შემადგენლობაში მეტ-ნაკლებად ოთხი ცვლილება იქნება. ვეცდებით, იგივენაირად ვითამაშოთ, როგორც პირველ მატჩში, დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი თამაშით ამჯერად შედეგი განსხვავებული იქნება. გვაქვს იმის შესაძლებლობა, რომ რამდენიმე ფეხბურთელის ფანტაზიის იმედი გვქონდეს, რომლებსაც შეუძლიათ ინდივიდუალური თვისებებით გუნდის დახმარება“, - თქვა სპალეტიმ.
შეგახსენებთ, რომ იტალიამ გერმანიასთან ერთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი საკუთარ მოედანზე 1:2 წააგო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
მიულერი და ბოატენგი გასაგებია მაგრამ ჰუმელსს რას ერჩიან
სანე, კროოსი და ტერშტეგენი მეცოდება თუ არა დანარჩენი სალევეთია, ამათი იმედი თუ აქვთ წინა მსოფლიოსგან განსხვავრბულს რას მოელიან ნეტა
ხო ჰულემსი კიდე დამავიწყდა
როგორც გერმანიის გულშემატკივარი გაახალგაზრდავებას ვეთანხმები და დროა უკვე მარა ერტადერთი ჰუმელსი მეცოდება ეგ წასაყვანია ევრო 2020 ზე.ლოვი ალბათ ასეთი შემადგენლობით გაემგზავრება
ნოიერი,შტეგენი,კიმიხი,ზულე,რუდიგერი,ტა,კერერი,კროოსი,ჰავერცი,ბრანდტი,როისი,სანე,გნაბრი,გორეცკა,ვერნერი,შულცი,გიოცე