ფეხბურთი

21:05 | 23.03.2025 | ნანახია 4807 - ჯერ

ვილი სანიოლი: "ჩვენი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო B დივიზიონში დარჩენა"

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის B დივიზიონის პლეი-აუტის საპასუხო მატჩის (6:1) შემდეგ ისაუბრა.

"ყველა ტურნირზე, სადაც გამოვდივართ, გვსურს, რომ მაქსიმალურად კარგი შედეგი ვაჩვენოთ. ამ ეტაპზე ძალიან მნიშვნელოვანი იყო დივიზიონში ადგილის შენარჩუნება, რათა იგივე დონის ნაკრებებთან ვითამაშოთ, რაც ჩვენი განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. დღევანდელი თამაშით ძალიან კმაყოფილი ვარ, განსაკუთრებით პირველი ტაიმით, მეორე ნახევარში იმავე ინტენსივობის შენარჩუნება ძალიან რთული იყო. ამ თამაშმა ძალიან კარგი განცდები დაგვიტოვა.

გიორგი მიქაუტაძე შეიძლება ითქვას, რომ ახლა თავის საუკეთესო ფორმაშია, მაგრამ ის ძალიან ახალგაზრდაა და მომატება კიდევ შეუძლია. ეს იმაზეცაა დამოკიდებული, კლუბში რამდენად სტაბილური სათამაშო პრაქტიკა ექნება. ისევე, როგორც ყველა ფეხბურთელს, მაგრამ განსაკუთრებით მიქაუტაძეს ევროპის ჩემპიონატმა თავდაჯერება შესძინა. მასში ყველაზე მეტად მისი მენტალიტეტი მომწონს.

ერევანში საბა გოგლიჩიძემ და ლუკა ლოჩოშვილმა ძალიან კარგად ითამაშეს, თანაც, მათთვის ეს პირველი მატჩი იყო, რომელიც ერთად ჩაატარეს. დღეს გურამ კაშია დაგვიბრუნდა, რომელიც ყველამ ვიცით, როგორი პროფესიონალია. ევროპის ჩემპიონატის შემდეგ დავიწყეთ მომავალზე ფიქრი, განსაკუთრებით დაცვაში, სადაც რამდენიმე ასაკოვანი ფეხბურთელი გვყავს. საბა ძალიან ნიჭიერი და პერსპექტიული ფეხბურთელია, ყველაფერი მასზეა დამოკიდებული და შეუძლია, რომ მრავალი წლის განმავლობაში ითამაშოს საქართველოს ნაკრებში.

ზაფხულის შეკრებაზე პრიორიტეტი 21-წლამდე ნაკრებს დაეთმობა, რადგან ევროპის ჩემპიონატზე ითამაშებს და ეს ტურნირი ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის დიდი გამოცდილება იქნება. შესაბამისად, მათ, ვისაც ასაკით შეუძლიათ ახალგაზრდულ ნაკრებში თამაში, ევროპის ჩემპიონატისთვის 21-წლამდელებს დავუთმობთ.

ჩემზე არაა დამოკიდებული ესპანეთი მოხვდება თუ ნიდერლანდები ჯგუფში, მაგრამ მე ნიდერლანდებს ვისურვებდი. ესპანეთთან ხშირად მოგვიწია ბოლო წლებში თამაში... შემიძლია იმის თქმა, რომ ვინც უნდა იყოს მეტოქე, ბოლომდე დავიხარჯებით და დადებითი შედეგის მიღწევას ვეცდებით.

ახლა მიქაუტაძე ისეთ ფორმაშია, რომ ძალიან ძნელია სკამზე დასმა. ამიტომ მოუწია ბუდუს მცირე სათამაშო დროის მიღება და სხვა შემტევებსაც. მესმის, რომ ისინი მეტ დროს ელოდნენ და შეიძლება გულდაწყვეტილიც არიან, მაგრამ უნდა გააგრძელონ შრომა და მომავალში მიეცემათ მეტი შანსი. ჩემი მიზანია, რომ გუნდი მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის მაქსიმალურად კარგად მოვამზადო.

დაახლოებით 4 წლის წინ გადავწყვიტე 3-მცველიან სქემაზე გადასვლა, რადგან ეს საუკეთესო გამოსავალი იყო მაშინდელი რესურსიდან გამომდინარე, მაგრამ უკვე ლოჩოშვილი, გოგლიჩიძე კლუბში ბევრს თამაშობენ და შეგვიძლია სხვა ვარიანტებიც გვქონდეს. ამიტომაც, მომავალში გამორიცხული არაფერია, შეგვიძლია დაცვაში რამდენიმე ვარიანტს დავეყრდნოთ", - თქვა სანიოლმა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მომდევნო სეზონში ერთა ლიგაზე ისევ B დივიზიონში ითამაშებს, ხოლო შემდეგი სანაკრებო ფანჯარა ივნისშია, როცა ვილი სანიოლის გუნდი ამხანაგურ მატჩებს ჩაატარებს, თუმცა მეტოქეების ვინაობა მოგვიანებით გაირკვევა.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:44 | 16.06.2021
nugo1113 (1656)

აზერებთან გაძრომის შანსი არის 1 %

18:20 | 16.06.2021
KoRBeN DaLLaS (24844)

ოლიმპიაკოსის ფანი იყო სწორედ ის იაზონი, საქართველოდან ოქროს საწმისი რომ გაიტაცა.
ხოლო მისი ხელისშემწყობი მედეა კი რომანა ფიფიას ბებიის ბებიის ბებიის.... ბებია იყო.
ამაზე დინამოს ღვაწლმოსილი პრეზიდენტიც დღენიადაგ წუხს და ახლა აცხადებს, დადგა დრო ბერძნებმა ყველა ვალი დაგვიბრუნონო

16:05 | 16.06.2021
kila (557)

ეჰ ნეფტჩიც მოგვიგებს და შემდეგ ალბათ კაირატიც. კიდევ ერთი სამარცხვინო კლასკვიკური კაშმარი გველოდება,სამწუხაროა ძალიან მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოს.ცხადაძე თუ რაიმე სასწაულს არ ჩაიდენს თორემ ამ ფეხბურთელების იმედად ჩემი მტერი იყოს

16:05 | 16.06.2021
გუსანი (746)

რეალისტურად თუ შევხედავთ- სახარბიელოდ არ ყოფილა დინამოს საქმე. სასწაულს ველოდებით და იქნება-ც ... მოხდეს....

15:12 | 16.06.2021
Homerson (108)

დინამომ შემადგენლობა თუ არ გააძლიერა ვერ გავცდებით ნეფთჩის

14:50 | 16.06.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

დაერხათ ბერძნებს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.066076
სარეკლამო ადგილი - 99
X x X
4807