„ეს იქნება სენსაცია ესპანური ფეხბურთისთვის. თუმცა ფინალზე საუბარი ნაადრევია, რადგან ჯერ კიდევ მეოთხედფინალში ვართ.
მართალია, „ბარსელონა" შესანიშნავ სეზონს ატარებს და ყველა ტურნირზე „რეალის" მთავარ კონკურენტად რჩება. მაგრამ ნუ ჩამოვწერთ მადრიდის „რეალს" - ისინი ბოლომდე იბრძოლებენ. ვნახოთ რა მოხდება, რადგან ყველაფერი შესაძლებელია. სეზონის ბოლო ეტაპზე ვართ და ტრავმები და დატვირთული გრაფიკი გავლენას ახდენს შედეგებზე.
ჩემპიონთა ლიგაზე ასევე თამაშობენ ისეთი გუნდები, როგორიცაა პსჟ, „ბაიერნი,“ „ინტერი“ და „არსენალი“ არტეტას მეთაურობით. რა თქმა უნდა, მადრიდის „რეალი,“ რომელმაც ტურნირი 15-ჯერ მოიგო. ამიტომ „ბარსელონას“ ერთადერთ ფავორიტად არ მივიჩნევ, მაგრამ მათ ტურნირის მოგების დიდი შანსი აქვთ,“ - ციტირებს ნადალის სიტყვებს ESPN Deporties.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია