ფეხბურთი

23:53 | 22.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

რამაზ სვანაძე: "მთავარი მიზანია, ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ"

საქართველოს 21-წლამდე ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რამაზ სვანაძემ ფინეთთან გამარჯვების (2:1) შემდეგ ისაუბრა.

ის კმაყოფილია მზადების პროცესით და მისი გუნდისგან უფრო მეტსაც ელოდება:

რამაზ სვანაძე: „ფინეთი საკმაოდ სერიოზული მეტოქეა, ევროპის ჩემპიონატის მონაწილე. ვიცოდით ამ გუნდის ძალა. ზოგადად, ასეთი ტესტ-მატჩები ჩვენთვის ძალიან კარგია. ეს შეკრება და ყოველი ამხანაგური მატჩი, რომელიც ევროპის ჩემპიონატამდე გვექნება, ეს მზადების ნაწილია. იქნება პოზიციის ბევრი ცვლა, ექსპერიმენტები, ბიჭებმა ამის შესახებ იციან. ყველას მიეცემა თამაშის საშუალება. დანარჩენი ჩვენს ხელშია, ჩვენი ფეხბურთელების ხელშია. ერთადერთი და მთავარი მიზანია, რომ ევროპის ჩემპიონატს სრულ მზადყოფნაში შევხვდეთ.

შეკრება ძალიან კარგად მიმდინარეობს, ეს შეკრება ჩვენთვის აუცილებელი იყო, მაგრამ მთავარია, მენტალური მზადყოფნა, რომელიც ყოველთვის გვქონდა და დღევანდელ თამაშშიც ვაჩვენეთ. პირველი ტაიმის შემდეგ თამაში შემოვატრიალეთ. ეს ხასიათი ძალიან გვეხმარება წინსვლაში, ამის გარეშე უბრალოდ წარმოუდგენელია პროგრესი ზოგადად, ცხოვრებაში, არა მარტო ფეხბურთში. მათ ეს ძალიან კარგად იციან და უფრო მეტს ველოდები ევროპის ჩემპიონატზე, სადამდეც დიდი დრო აღარაა დარჩენილი და ჩვენი მთავარი მიზანია, რომ ეს პერიოდი მაქსიმალურად გაგრძელდეს“.

გიზი მამაგეიშვილი: „რა თქმა უნდა, დადებითად შევაფასებ მატჩს. მოვიგეთ და იყო მომენტები, რომლებიც ამ შეკრებაზე დავამუშავეთ. სასიამონო იყო ისიც, რომ ხასიათი და მენტალიტეტი გამოვავლინეთ. ასეთ ძლიერ მეტოქესთან მოგება სასიამოვნოა. ხარისხი უფრო და უფრო უმჯობესდება, კიდევ უფრო მეტი შეგვიძლია, ამ გუნდს დიდი პერსპექტივა აქვს და ვფიქრობ, მწვერვალი, რაც ამ გუნდს შეუძლია, ევროპის ჩემპიონატზე უნდა ვაჩვენოთ“.

დავით გოცირიძე: „ძალიან მოხარული ვარ, რომ უფრო მეტი სათამაშო დრო მომეცა და მნიშვნელოვან გამარჯვებაში წვლილი შევიტანე. იმედია, უფრო მეტი დრო მომეცემა და უფრო გამოვიყენებ შანსს“.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს 21-წლამდე ნაკრები მომდევნო ამხანაგურ მატჩს 25 მარტს, სერბეთის წინააღმდეგ გამართავს.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:43 | 23.03.2025
alfadhirhaiti (7530)

მიხედეთ 17 წლამდელების ნაკრებს, ჯერ ყაზახეთმა და ახლა ლიეტუვამ ამოტენა! სად პოულობთ ამ დაქნეულ მწვრთნელებს? რა ვერ გაძეხით ნეპოტიზმით? ეს რა სელექციაა საერთოდ? ყველა რამაზ სვანაძე ვერ იქნება, ამიტო CV ვისაც უვარგა ისინი დანიშნეთ დაბალ ასაკობრივ ნაკრებებში, თორე ხვიჩები და მამარდაშვილები უკან მოგვრჩება 10 წელში!

0.060956
{"Ok":1,"adv":"\/img\/banners\/b1727712582799066.mp4","advLink":"\/adv.php?AID=596\" "}