„მანჩესტერ იუნაიტედის“ ყოფილმა კაპიტანმა, როი კინმა, 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის პირველი ტურის მატჩში ალბანეთთან (2:0) „მანჩესტერ სიტისა“ და ინგლისის ნაკრების ნახევარმცველის ფილიპ ფოდენის გამოსვლაზე ჟურნალისტებს აზრი გაიზიარა.
„ვფიქრობ, მას თავდაჯერებულობა აკლია და ის ნამდვილად არ არის ფორმაში, მისი საკლუბო ფორმაც არც თუ ისე კარგია, მაგრამ ვიცით, რომ მას აქვს ხარისხი. მაგრამ ამაღამაც არ ვიყავი აღფრთოვანებული მისი თამაშით.
ყოველთვის, როცა ის ბურთს იღებს, ვუყურებ მას და ვამბობ: „ამჟამად ფოდენისგან არაფერს ველოდები". - ციტირებს კინის სიტყვებს Daily Mail.
ფოდენმა ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში ალბანეთის წინააღმდეგ სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და 74-ე წუთზე უგოლოდ შეცვალეს.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
კორეაში კარგია გოლებს რომ იტანს მაგრამ თუ ასეთ ფორმაშია მინუმუმ 3 გოლი უნდა გაიტანოს ნაკრების ამ 3 თამაშში !
წარმატებები ვაკო!
დაუმტკიცე ყველას და პირველ რიგში შენ თავს რომ მეტი შეგიძლია!
გისურვებ ბევრად უკეთეს ლიგაში გადასვლას მალე!