ეგვიპტის ნაკრებმა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის აფრიკის ზონის A ჯგუფის მე-5 ტურის მატჩში სტუმრად ეთიოპია 0:2 დაამარცხა და 13 ქულით ჯგუფს ერთპიროვნულად ლიდერობს. მეორე-მესამე ადგილებზე 8-8 ქულიანი ბურკინა-ფასო და სიერა-ლეონე არიან.
ეგვიპტელთაგან საუკეთესო „ლივერპულის“ შემტევი მოჰამედ სალაჰი გახლდათ, რომელმაც თავადაც გაიტანა და „ზამალექის“ ზიზოსაც გაატანინა.
შეგახსენებთ, რომ აფრიკის ზონიდან 9 ჯგუფის პირველადგილოსნები პირდაპირ გადიან მუნდიალის ფინალურ ეტაპზე. 4 საუკეთესო მეორეადგილოსანი კი საკონტინენტთაშორისო პლეი-ოფში გადის.