ფეხბურთი

21:48 | 22.03.2025 | ნანახია 2447 - ჯერ

„ლივერპული" მზად არის კიეზა ზაფხულში გაყიდოს, ფეხბურთელით „ნაპოლი" დაინტერესდა

„ლივერპული" მზადაა მომავალ ზაფხულს 27 წლის გარემარბ ფედერიკო კიეზას დაშორედეს - წერს Calciomercato.

წყაროს ცნობით, ფეხბურთელმა შესაძლოა კარიერა იტალიაში გააგრძელოს, მაგრამ ამისთვის ხელფასის ნაწილის დათმობა მოუწევს. ასევე არ არის გამორიცხული, მერსისაიდელებმა კიეზა იჯარით გაუშვან. ხაზგასმულია, რომ სერია A-ში თავდამსხმელის გადაბირების მთავარი პრეტენდენტი „ნაპოლია,“ რომლის მთავარი მწვრთნელი ანტონიო კონტე ფეხბურთელით პირადად არის დაინტერესებული.

კიეზა „ლივერპულს“ გასულ ზაფხულს „იუვენტუსიდან“ შეუერთდა. მიმდინარე სეზონში მან ყველა ტურნირზე 11 მატჩი ჩაატარა, ორი ბურთი გაიტანა და ამდენივე საგოლე გადაცემა შეასრულა. ფეხბურთელის ამჟამინდელი კონტრაქტი კლუბთან 2028 წლის ზაფხულამდეა ძალაში.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.06268
2447