საქართველოს ნაკრების მცველის, ლუკა ლოჩოშვილის ტრავმა პირველად შეფასებით მძიმე არაა.
როგორც იტალიური მედია წერს, ქართველი ფეხბურთელი საქართველოს ნაკრებს სომხეთთან საპასუხო მატჩში კი დააკლდება, მაგრამ „სალერნიტანას“ სერია B-ს უახლოეს ტურში „პალერმოსთან“ სავარაუდოდ დაეხმარება.
ლოჩოშვილმა დაზიანება სომხეთთან მატჩის 70-ე წუთზე მიიღო, როცა მოედნის დატოვება აცრემლებულს მოუწია. თამაშის შემდეგ ვილი სანიოლმაც დაადასტურა, რომ ტრავმა საგანგაშო არ იყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია