ინგლისის ნაკრების ფეხბურთელმა მაილს ლუის-სკელიმ სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა და რეკორდის ავტორიც გახდა.
ლუის-სკელი ინგლისის ნაკრების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც სადებიუტო მატჩში გოლი გაიტანა. მან ალბანეთთან თავის გამოჩენა 18 წლისა და 176 დღის ასაკში შეძლო.
„არსენალის“ ფეხბურთელმა მარკუს რაშფორდის რეკორდი დაამხო, რომელმაც თავის დროზე ნაკრებში სადებიუტო მატჩში გოლი 18 წლისა და 209 დღის ასაკში გაიტანა.
შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრებმა მსოფლიოს 2026 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპი ალბანეთთან გამარჯვებით (2:0) დაიწყო.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
სამარცხვინოდ თამაშობენ. ნახევარდაცვა საერთოდ არ იყო. ან აზრზე არაა რა უნდა ქნას, ან ექსპერიმენტირებს მოთამაშეებით და შედეგზე მწარედ მოქმედებს ეგ ამბავი.