კალათბურთი

12:45 | 22.03.2025 | ნანახია 0 - ჯერ

3x3SPRING2025-ის რიგით მე-3 ტურნირი გუნდმა სკუბიმ მოიგო

3×3 საკალათბურთო სეზონი, რომელიც 3x3SPRING2024-ის სერიებით გაიხსნა, აქტიურ ფაზაში შევიდა. შეგახსენებთ, რომ სეზონის გახსნითი ტურნირი 6 მარტს ჩატარდა, ხოლო მომდევნო შეჯიბრს ვერის ბაღის საკალათბურთო დარბაზმა 15 მარტს უმასპინძლა. დღეს 3x3SPRING2024-ის სერიების ფარგლებში მესამე ტურნირი ჩატარდა, რო ამჯერად მორიგი ტურნირი გაიმართა, რომელშიც ასაკობრივი ცენზი 18+ იყო.

ტურნირში სტანდარტულად – 12 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც 4 ჯგუფში განაწილდნენ. ერთი წრის შემდეგ თითოეული ჯგუფის გამარჯვებული ნახევარფინალში გავიდა: ძალიან დაძაბულ ბრძლაში “ელიტესმა” 19:18 დაამარცხა “ლახვბა”, ხოლო მომავალმა ჩემპიონმა “სკუბიმ” სტუ-სთან ნახევარფინალში გაისეირნა – 20:10.

ვერც ფინნალი გამოდგა დაძაბული, იმდენად დიდი იყო “სკუბის” უპირატესობა “ელიტესის” წინააღმდეგ. დავით დადუნაშვილი 3×3 კალათბურთის გამოცდილი მოთამაშე სარბიელს დაუბრუნდა და აქტივში მორიგი ტურნირის მოგებაც ჩაიწერა. ის, მამუკა ბაზუაშვული, ირაკლი გლუნჩაძე და საბა ლატარია შეუჩერებლები იყვნენ და საბოლოოდ ფინალური მატჩი 20:11 მოიგეს.

ფინალისტები კალათბურთის ფედერაციის 3×3 კალათბურთის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, გიგა გურგენიძემ დააჯილდოვა. გამარჯვებულებს 900-იანი, ხოლო დამარცხებულებს 700-ლარიანი ვაუჩერი გადაეცათ. 3x3SPRING2024-ის ეგიდით კიდევ 1 ტურნიი ჩატარდება, რის შემდეგაც გვიან გაზაფხულამდე პაუზა გამოცხადდება.

GBF.GE


Comments (0)

Please log in to post a comment Log in Or Register

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.068734
სარეკლამო ადგილი - 99
X x X