ფეხბურთი

17:05 | 21.03.2025 | ნანახია 0 - ჯერ

პსჟ მოლაპარაკებებს ვირჯილ ვან დეიკთან აწარმოებს

"პარი სენ-ჟერმენი" მომდევნო სეზონისთვის მზადებას უკვე შეუდგა, როგორც ცნობილი ხდება ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში პარიზელთა მთავარი ამოცანა გუნდის დაცვის ხაზის გაძლიერება იქნება.

El Nacional-ის ცნობით, პსჟ დაინტერესებულია ვირჯილ ვან დეიკის უფასოდ გადაბირებით და მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. ნიდერლანდელ ფეხბურთელს "ლივერპულთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულში ეწურება და თავისუფალი აგენტი ხდება.

ვან დეიკი "ლივერპულის" ღირსებას 2018 წლიდან იცავს, მან მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 41 მატჩი ჩაატარა და მის ანგარიშზე 3 გოლი და 1 საგოლე გადაცემაა.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

01:03 | 30.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ნეტა ვის უყურებს ესე გაკვირვებული

01:02 | 30.11.2023
გ.ი.გ.ზ.ი. (41582)

ძაან საინტერესო კადრია

0.066737