საქართველო-სომხეთის ერთა ლიგის პლეი-აუტის საპასუხო მატჩზე ინგლისელები იმსაჯებენ.
მთავარი არბიტრი 46 წლის ენტონი ტეილორი იქნება, რომელსაც გარი ბესვიკი და ადამ ნუნი დაეხმარებიან, მეოთხე მსაჯის როლში რობერტ ჯონსი იმუშავებს, ხოლო VAR-ის ოთხში სტიაურტ ეტუელი და დარენ ინგლენდი.
ენტონი ტეილორს აქამდე ერთხელ უმსაჯია საქართველოს მატჩის, სწორედ თბილისში, 2020 წლის 12 ნოემბერს, ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალი ჩრდილოეთ მაკედონიასთან, რომელიც მეტოქემ 1:0 მოიგო. 2019 წლის 23 მარტს კი, ასევე „დინამო არენაზე“, საქართველო-შვეიცარიის მატჩის (0:2) მეოთხე მსაჯი იყო.
ტეილორი ცნობილი არბიტრია, მუდმივად მუშაობს მაღალი რანგის მატჩებზე, ბოლოს ევროპა ლიგაზე, „ლიონი“ – „სტიუას“ მატჩი (4:0) განსაჯა, რომელიც გიორგი მიქაუტაძის ბენეფისი იყო - ორი და ორი საგოლე პასი ქართველი ფორვარდისგან.
შეგახსენებთ, საქართველო - სომხეთის მატჩი 23 მარტს, 18:00 საათზე გაიმართება. ვილი სანიოლის გუნდმა პირველი შეხვედრა სტუმრად 3:0 მოიგო და B დივიზიონში დარჩენისკენ ძალიან დიდი ნაბიჯი გადადგა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია
stripslashes((strlen('https://youtu.be/4Dr5PPhgoas')>0?'https://youtu.be/4Dr5PPhgoas':'https://youtu.be/4Dr5PPhgoas'))