სხვა

13:04 | 21.03.2025 | ნანახია 271 - ჯერ

ალექსანდრე თოფურიას მოულოდნელი ვიზიტი და გახარებული გურამ ქუთათელაძე (+VIDEO)

ქართველი მებრძოლი გურამ ქუთათელაძე ხვალ 22 მარტს UFC-ში მორიგ ბრძოლას ბრაზილიელ კაუე ფერნანდესთან გამართავს.

გურამ ქუთათელაძეს ბრძოლა ლონდონში გაიმართება, სადაც მის დასახმარებლად და საგულშემატკივროდ ჩავიდა ალექსანდრე თოფურია, მისმა ჩასვლამ ქართველი "ვიკინგი" სასიამოვნოდ გააკვირვა და ემოციები ვერ დამალა.

გეტყვით, რომ თოფურია გურამის კუთხეშიც იქნება და უშუალოდ ბრძოლის დროს მითითებებითაც შეძლებს გურამისთვის დახმარების გაწევას.

ქუთათელაძის მეტოქეს კარიერაში 9 გამარჯვება და 2 მარცხი აქვს, აქედან 2 ბრძოლა ჩაატარა UFC-ში, სადაც ერთხელ იმარჯვა და ერთხელ დამარცხდა.

UFC London-ის ღონისძიებას სწორედ ქუთათელაძის და ფერნანდესის დაპირისპირება გახსნის, რომელიც 21:00-ზე დაიწყება.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

21:04 | 21.03.2025
ogafa (10211)

stripslashes((strlen('https://youtu.be/sKRuaMw80U8?si=C7DOcbsgfbuop9ue')>0?'https://youtu.be/sKRuaMw80U8?si=C7DOcbsgfbuop9ue':'https://youtu.be/sKRuaMw80U8?si=C7DOcbsgfbuop9ue'))

0.068765