მადრიდის "ატლეტიკოს" არგენტინელი შემტევით ხულიან ალვარესით "ლივერპული" ინტერესდება და ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში მის გადაბირებას ეცდება.
El Nacional -ის ინფორმაციით "მერსესაიდელები" მზად არიან ფეხბურთელის სანაცვლოდ 100 მილიონზე მეტი გადაიხადონ. "ლივერპულის" მთავარ მწვრთნელს არნე სლოტს ალვარესის თამაში ძალიან მოსწონს და მას დარვინ ნუნესის შემცველად მოიაზრებს, რომელიც ზაფხულში კლუბს 100%-ით დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ ხულიან ალვარესი მადრიდულ კლუბს 2024 წლის ზაფხულში "სიტიდან" შეუერთდა. მას "ატლეტიკოსთან" კონტრაქტი 2030 წლამდე აკავშირებს. არგენტინელს მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირის გათვალისწინებით 44 მატჩია აქვს ჩატარებული და მის ანგარიშზე 23 გოლთან ერთად 5 საგოლე გადაცემაა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია