საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა ოთარ კიტეიშვილმა ერთა ლიგის პლეი-აუტში სომხეთის ნაკრებთან მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.
გურამ კაშიას არყოფნაში, ნაკრებს ოთარ კიტეიშვილმა უკაპიტნა, რომლისთვისაც საქართველოს ნაკრებში ეს პირველად მოხდა.
"იყო გუნდის კაპიტანი დიდი პასუხისმგებლობაა, მატჩის დაწყებამდე ბევრი ემოცია იყო და ცოტას ვნერვიულობდი კიდევაც, თუმცა მოედანზე გასვლის შემდეგ ყველაფერი თავის ადგილას დალაგდა. ვიცოდით, რომ ბევრი გულშემატკივარი მოდიოდა, მაგრამ ამდენს არ ველოდით, მოედანზე ჩვენ უფრო ბევრნი ვიყავით. ვგრძნობთ, რომ გულშემატკივარს ჩვენს მიმართ სხვა დამოკიდებულება აქვთ.ეს ჩვენ ორმაგ მოტივაციას და სტიმულს გვაძლევს. ვთვლი, რომ ძალიან კარგი მატჩი ჩავატარეთ, მნიშვნელოვანი იყო პირველ ნახევარში გოლების გატანა, რამაც კონტრშეტევაზე მეტი შანსები მოქვცა, ყველაფერი არ დასრულებულა და საქმე ბოლომდეა მისაყვანი." - განაცხადა კიტეიშვილმა.
შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის 23 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე გაიმართება. სწორედ ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებული ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში, ხოლო დამარცხებული - C დივიზიონში.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია