ფეხბურთი

9:22 | 21.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

გიორგი ქოჩორაშვილი: "ჩემს მიერ გატანილი გოლი დედაჩემს ეძღვნება"

საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელმა გიორგი ქოჩორაშვილმა ერთა ლიგის პლეი-აუტში სომხეთის ნაკრებთან მატჩის (3:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა.

შეხვედრის 33-ე წუთზე გიორგი ქოჩორაშვილმა ანგარიში გახსნა და საქართველოს ნაკრები დააწინაურა.

"პირველ რიგში ბედნიერი ვარ, რომ პირველ შეხვედრაში გამარჯვება მოვიპოვეთ, თუმცა ამით არაფერი არ არის დასრულებული. ჩემს მიერ გატანილი გოლით ბედნიერი ვარ და ეს დედაჩემს ეძღვნება, რომლის დაბადების დღეც იყო.ვეცდებით კარგად დავისვენოთ და ძალები აღვიდგინოთ, რათა საპასუხო მატჩი ასეთი თამაში ვაჩვენოთ." - განაცხადა ქოჩორაშვილმა.

შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის 23 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე გაიმართება. სწორედ ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებული ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში, ხოლო დამარცხებული - C დივიზიონში.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

18:02 | 24.07.2019
alfadhirhaiti (7530)

ოფიციალურ მატჩზე მაინც ჩართე თუ ჩართვაა, სად აქვთ ჭკუა ამ ჰაკერებს.

12:54 | 24.07.2019
mindiainterista (25)

ჩემ ბავშვობაში ტვ ქუთაისი იყო ერთი არხი და მანდ სულ ეგეთი რაღაცეები ხდებოდა ფეხბურთის დროს

22:20 | 24.07.2019
saamtrediel (960)

ჰა ჰა, ეგ ძაან პოპულარული არხი იყო თინეიჯერებში. სამტრედიაშიც აჩვენებდა, ოღონდ სუფთად არა. DDDDD

0.068691