კალათბურთი

1:59 | 21.03.2025 | ნანახია 418 - ჯერ

თორნიკე შენგელიას 7 ქულა და "ვირტუსის" მორიგი მარცხი ევროლიგაში

ევროლიგის 30-ე ტურში თორნიკე შენგელიას „ვირტუს ბოლონია“ სტუმრად თელ ავივის „მაკაბისთან“ 67:77 დამარცხდა.

შენგელიამ 22 წუთში 7 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი დააგროვა. ქართველმა კალათბურთელმა 6-დან 2 ორქულიანი და 4-დან 3 საჯარიმო ჩააგდო, ხოლო 1 სამქულიანი ააცილა.

„ვირტუს ბოლონია“ ევროლიგაში 7 მოგებით და 23 წაგებით სატურნირო ცხრილში ბოლოსწინა, მე-17 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 26 მარტს, სტუმრად „ცრვენა ზვეზდას“ შეხვდება.

0.064417
418