ფეხბურთი

23:33 | 20.03.2025 | ნანახია 4807 - ჯერ

სომხეთის ნაკრების მწვრთნელი: "ჩვენთან შედარებით საქართველო უფრო ჩამოყალიბებული გუნდია"

სომხეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა ერთა ლიგის პლეი-აუტში საქართველოს ნაკრებთან მატჩის (0:3) შემდეგ ისაუბრა.

„მთავარი განსხვავება ის იყო, რომ საქართველოს ნაკრები სომხეთთან შედარებით ბევრად შემდგარი გუნდია. შედეგი სამართლიანია, მეტოქემ მოგება დაიმსახურა. შეცდომები დავუშვით, რითაც მათ ისარგებლეს. 3 ინდივიდუალური შეცდომა სამ გოლად დაგვიჯდა. სომხეთის ნაკრები დღეს ასეთია...

საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები ბურთით ძალიან კარგად თამაშობენ, ეს არის სამაგლითო გუნდი, რომლისგანაც სწავლა შეიძლება. კონკრეტულად ერთ ფეხბურთელს ვერ გამოვარჩევ, გუნდურად გამორჩეულია.

თამაშის საკვანძო მომენტებში სერიოზული შეცდომები დავუშვით, საქართველოს კი, შეუძლია მსგავსი შეცდომების გამოყენება და გამოიყენა კიდეც. ასეთი შეცდომების ფონზე რთული დადებითი შედეგის მიღწევა. ახლა ნაადრევია იმაზე ლაპარაკი, რა ცვლილებები იქნება მომდევნო მატჩში“, - თქვა ტ’სხიპმა.

შეგახსენებთ, საპასუხო მატჩი საქართველოსა და სომხეთს შორის 23 მარტს, "დინამო არენაზე", 18:00 საათზე გაიმართება. სწორედ ორრაუნდიან ბრძოლაში გამარჯვებული ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B დივიზიონში, ხოლო დამარცხებული - C დივიზიონში.


კომენტარები (6)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

19:44 | 16.06.2021
nugo1113 (1656)

აზერებთან გაძრომის შანსი არის 1 %

18:20 | 16.06.2021
KoRBeN DaLLaS (24844)

ოლიმპიაკოსის ფანი იყო სწორედ ის იაზონი, საქართველოდან ოქროს საწმისი რომ გაიტაცა.
ხოლო მისი ხელისშემწყობი მედეა კი რომანა ფიფიას ბებიის ბებიის ბებიის.... ბებია იყო.
ამაზე დინამოს ღვაწლმოსილი პრეზიდენტიც დღენიადაგ წუხს და ახლა აცხადებს, დადგა დრო ბერძნებმა ყველა ვალი დაგვიბრუნონო

16:05 | 16.06.2021
kila (557)

ეჰ ნეფტჩიც მოგვიგებს და შემდეგ ალბათ კაირატიც. კიდევ ერთი სამარცხვინო კლასკვიკური კაშმარი გველოდება,სამწუხაროა ძალიან მაგრამ რეალობასთან ძალიან ახლოს.ცხადაძე თუ რაიმე სასწაულს არ ჩაიდენს თორემ ამ ფეხბურთელების იმედად ჩემი მტერი იყოს

16:05 | 16.06.2021
გუსანი (746)

რეალისტურად თუ შევხედავთ- სახარბიელოდ არ ყოფილა დინამოს საქმე. სასწაულს ველოდებით და იქნება-ც ... მოხდეს....

15:12 | 16.06.2021
Homerson (108)

დინამომ შემადგენლობა თუ არ გააძლიერა ვერ გავცდებით ნეფთჩის

14:50 | 16.06.2021
ს.კ.1923 დ.ბ. (2024)

დაერხათ ბერძნებს

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.064475
4807