ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ჯუზეპე როსიმ, რომელსაც ტრავმებმა ხელი შეუშალა სრულად საკუთარი თავის წარმოჩენაში, გაიხსენა, რომ 2011 წელს „იუვენტუსში“ გადასვლა შეეძლო.
როგორც მან თქვა, ტურინული გრანდი ალესანდრო დელ პიეროს შემცვლელად განიხილავდა. როსის იმ პერიოდში „ვილიარეალში“ ძალიან შედეგიანი სეზონები ჰქონდა, მაგრამ 2011 წლის მიწურულს უმძიმესი ტრავმა მიიღო, რამაც მისი კარიერა შეაფერხა.
„იუვენტუსს“ ჩემი ყიდვა უნდოდა, დელ პიერო უნდა შემეცვალა. მანქანაში ვიჯექი, რომელსაც ბიძაჩემი მართავდა, მე უკან ვიჯექი და ტელეფონზე მაროტას და კონტეს ველაპარაკებოდი. 30 მილიონს იხდიდნენ, მაგრამ „ვილიარეალი“ ჩემპიონთა ლიგაზე იყო გასული, სანტი კასორლა ახალი გაყიდული ჰყავდა და კლუბმა ჩემს გაყიდვაზეც უარი თქვა“, - აღნიშნა როსიმ.
ჯუზეპე როსის „მანჩესტერში“, „ნიუკასლში“, „პარმაში“, „ვილიარეალში“, „ფიორენტინაში“, „ლევანტეში“, „სელტაში“, „ჯენოაში“ და „სპალში“ უთამაშია, ხოლო იტალიის ნაკრებში 30 თამაშში 7 გოლი გაიტანა.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია