ფეხბურთი

16:20 | 20.03.2025 | ნანახია 283 - ჯერ

გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ის ტურის სიმბოლურში

„ლიონის“ თავდამსხმელი გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 1-ის 26-ე ტურის სიმბოლურ ნაკრებში მოხვდა.

ქართველმა ფეხბურთელმა ბოლო ტურში „ლე ავრთან“ მხოლოდ 77-ე წუთიდან ითამაშა, მაგრამ ეს საკმარისი გამოდგა იმისთვის, რომ გოლი გაეტანა და ორი საგოლე პასი გაეკეთებინა. ნიშანდობლივია, რომ მიქაუტაძის მოედანზე შესვლის მომენტში „ლიონი“ 1:2 მარცხდებოდა, მაგრამ საბოლოოდ, 4:2 მოიგო. გიორგი ლიგა 1-ის ვებგვერდზე ფანების მიერ შედგენილ სიმბოლურში მოხვდა.

შეგახსენებთ, გიორგი მიქაუტაძეს „ლიონის“ მაისურით ყველა ტურნირზე 37 მატჩში 13 გოლი აქვს გატანილი და 8-ჯერ საგოლე პასით გამოირჩა. კონკრეტულად ტურნირებზე გიორგის სტატისტიკა ასე ნაწილდება: ლიგა 1-ში 26 მატჩი, 7 გოლი და 4 საგოლე პასი, საფრანგეთის თასზე 2 მატჩი, 2 გოლი და ევროპა ლიგაზე 9 მატჩი, 4 გოლი და 4 საგოლე პასი.

0.12634