ლისაბონის „სპორტინგმა“ სოციალური მედიის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა ცნობა, ლონდონის „ჩელსიში“ ორი ახალგაზრდა ფეხბურთელს ჯამში დაახლოებით 74 მილიონ ევროდ გაყიდვის შესახებ.
„ლურჯებმა“ დაასრულეს 17 წლის პორტუგალიელი გარემარბის, ჯეოვანი კენდას, ასევე 20 წლის საყრდენი ნახევარმცველის დარიუ ესუგას ტრანსფერი, რომელიც ამჟამად იჯარით ესპანურ კლუბ „ლას პალმასშია.“
აღნიშნულია, რომ ესუგუ, რომელიც „არისტოკრატებს“ 22,27 მილიონი ევრო დაუჯდათ, „ჩელსის“ 2025 წლის ზაფხულში შეუერთდება, კენდა კი „სპორტინგში“ ერთი წელი დარჩება და 2026 წლის ზაფხულში „ჩელსის“ მოთამაშედ გამოცხადდება 52,14 მილიონ ევროდ.
მიმდინარე სეზონში „ლას პალმასის“ ნახევარმცველმა ყველა ტურნირზე 19 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა.
ლისაბონური კლუბის ყველა შეჯიბრში კი კენდამ 44 მატჩში ორი ბურთი გაიტანა და რვა საგოლე გადაცემა შეასრულა.