ფეხბურთი

14:12 | 20.03.2025 | ნანახია 1850 - ჯერ

ნოიერი შესაძლოა გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს

„ბაიერნის" მეკარე მანუელ ნოიერი შესაძლოა გერმანიის ნაკრებში დაბრუნდეს, იუწყება Der Westen.

წყაროს ცნობით, გერმანიის საფეხბურთო კავშირი განიხილავს 38 წლის მეკარის დაბრუნების შესაძლებლობას, „ბარსელონას“ კარის დარაჯის მარკ-ანდრე ტერ შტეგენის ტრავმასთან დაკავშირებით, რომელსაც მუხლის ოპერაცია 2024 წლის სექტემბერში ჩაუტარდა და სეზონის დარჩენილ ნაწილს ვეღარ ითამაშებს.

ნოიერმა საერთაშორისო ფეხბურთიდან წასვლის შესახებ 2024 წლის აგვისტოში განაცხადა. გერმანიის ნაკრების შემადგენლობაში, მეკარე გახდა 2014 წლის მსოფლიო ჩემპიონი და 2010 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი.


კომენტარები (0)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

0.068726
1850