„მანჩესტერ სიტის“ 21 წლის უზბეკი მცველი აბდუკოდირ ხუსანოვი სანაკრებო მატჩებისთვის მშობლიურ ტაშკენტში ჩავიდა, სადაც მას პატივისცემის ნიშნად 135-ათასგირვანქიანი Mercedes-Benz G-Class-ის მანქანა უსახსოვრეს. გასაღები ფეხბურთელს მისმა პირველმა მწვრთნელმა, ულუგბეკ ასონბოევმა გადასცა.
ხუსანოვი წლევანდელი იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას 34 მილიონ გირვანქად გადავიდა ფრანგული „ლანსიდან“„სიტიში.“ მან უკვე მოასწო 8 მტჩის გამართვა „ქალაქელთა“ შემადგენლობაში. ამასობაში ერთი გოლით და ერთი ავტოგოლითაც გამოიჩინა თავი.
გოლი ინგლისის თასის მეოთხე რაუნდში გაუტანა „ლეიტონ ორიენტს,“ საკუთარ კარში კი პრემიერლიგის 29-ე ტურის „ბრაიტონთან“ მატჩში შეაგდო 15 მარტს.
ახლა ხუსანოვი უზბეკეთის ნაკრებს დაეხმარება მსოფლიოს 2026 წლის მსოფლი ჩემპიონაზე მოხვედრაში. უზბეკები E შესარჩევ ჯგუფში მეორე ადგილზე არიან ირანის შემდეგ, რაც მათ მუნდიალზე პირდაპირ გასვლის სასუალებას მისცემს.
20 მარტს უზბეკები ტაშკენტში ყირგიზეთს უმასპნძლებენ, 23 მარტს კი თეირანში ირანს ეწვევიან.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია