ფეხბურთი

12:53 | 20.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

დე ლა ფუენტე ნიდერლანდებთან მატჩის შესახებ: „ძალიან რთული მატჩი იქნება, ფინალის ტოლფასი"

ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დე ლა ფუენტემ აღნიშნა, რომ ერთა ლიგაზე ნიდერლანდებთან მატჩი ფინალის ტოლფასი იქნება.

„ნიდერლანდელებს ძალიან ახალგაზრდა და ნიჭიერი გუნდი ჰყავს. ამ დონეზე ასაკი არ არის გადამწყვეტი ფაქტორი. მთავარია უნარი, მონდომება და ნიჭი. ჩვენ გვინდა გამარჯვება და არ ვფიქრობთ ვალენსიაში (საპასუხო მატჩი - რედ.) ყველა პრობლემის მოგვარებაზე. ძალიან რთული მატჩი იქნება, ფინალის ტოლფასი", - ციტირებს დე ლა ფუენტეს სიტყვებს უეფას პრესსამსახური.

ერთა ლიგის პირველი მეოთხედფინალური მატჩი ნიდერლანდებსა და ესპანეთს შორის დღეს, 20 მარტს გაიმართება როტერდამში და თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე დაიწყება. საპასუხო შეხვედრა კი 23 მარტს ვალენსიაში, „მესტალიაზე“ ჩატარდება.

შეგახსენებთ, რომ ამ წყვილში გამარჯვებული საქართველოს ნაკრების მეტოქე გახდება 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში.

0.066666