ფეხბურთი

18:30 | 19.03.2025 | ნანახია 0 - ჯერ

ოთარ კიტეიშვილი: "კაპიტნობა დიდი პასუხისმგებლობაა, ხვალ ჩვენი თამაში უნდა ვაჩვენოთ"

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა სომხეთთან მატჩამდე პრესკონფერენციაზე ისაუბრა.

გურამ კაშიას არყოფნაში სწორედ კიტეიშვილი უკაპიტნებს ნაკრებს და მან ამაზეც გააკეთა კომენტარი:

„ჩემთვის და ჩემ კარიერაში განსაკუთრებული მომენტია, რადგან საქართველოს ნაკრებს უნდა ვუკაპიტნო. მართლაც ახდენილი ოცნებაა, მაგრამ რთულია ისეთი კაპიტანი შეცვალო, როგორიც კაშიაა. თუმცა, ვეცდები, ყველაფერი გავაკეთო.

სომხეთის ნაკრებისგან ველოდებით, რომ თავს ძალიან გუნდურად დაიცავენ და მათი მთავარი ამოცანა კონტრშეტევები იქნება. თუმცა, არ ვიცი, რას დაგვიპირისპირებენ, სახლში თამაშობენ, ფანების მხარდაჭერაც აქვთ, შეიძლება სხვანაირად ითამაშონ, შეიძლება მაღალ პრესინგზე, ამიტომ ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ და მოედანზე ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. იმედი გვაქვს, რომ ამას შევძლებთ.

კაპიტნობა რა თქმა უნდა, საპასუხისმგებლო და განსაკუთრებულია, მაგრამ როცა საქმე საქართველოს ნაკრებს ეხება, ყველას განსაკუთრებულად გვიყვარს ჩვენი ნაკრები. ეს ჩემთვის დიდი პატივია. გუნდშიც ხშირად გამიკეთებია კაპიტნის სამკლაური, მაგრამ ნაკრებში ამას ცოტა სხვანაირად ვუყურებ, ჩემთვის უფრო დიდი პასუხისმგებლობაა, რომელსაც ვღებულობ. მადლობა მწვრთნელს ნდობისთვის და იმედია, ჩემი პირველი თამაში კაპიტნის რანგში წარმატებული აღმოჩნდება“, - თქვა კიტეიშვილმა.

საქართველოსა და სომხეთის ორმატჩიანი დაპირისპირებით ირკვევა, ვინ ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B ლიგაში და ვინ C ლიგაში. ორი მატჩის გამარჯვებული B დივიზიონში იქნება, ხოლო დამარცხებული შესაბამისად, C დივიზიონში.

საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გასულ სეზონში ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და სწორედ ამიტომ უწევს დასარჩენ პლეი-ოფში თამაში. პირველი შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე ერევანში შედგება, ხოლო საპასუხო 23 მარტს, 18:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე“.


კომენტარები (1)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

22:57 | 16.05.2020
welder (1068)

ფოცხვერიას კადრები მინდოდა მენახა და ვერსად ვნახე გარდა ბოავიშტას რომ შეუგდო

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
სარეკლამო ადგილი - 6
250 x 250
0.071453