ფეხბურთი

15:38 | 19.03.2025 | ნანახია NaN - ჯერ

ედგარ ტოროსიანი: "სომხეთისა და საქართველოს დაპირისპირებები ყოველთვის საინტერესოა"

სომხური "ალაშკერტის" მთავარმა მწვრთნელმა ედგარ ტოროსიანმა საქართველოსა და სომხეთის ნაკრებების მოახლოებულ მატჩებზე კომენტარი გააკეთა, მისი თქმით ამ ქვეყნებს შორის დაპირისპირებები ყოველთვის საინტერესოა.

"ამ ქვეყნების დაპირისპირება ყოველთვის საინტერესო იყო, ჩვენს გუნდს ჰყავს ახალი მწვრთნელი, ეს ორი თამაში მას საშუალებას მისცემს გაეცნოს ჩვენი გუნდის მოთამაშეებს, ვფიქრობ, ძალიან საინტერესო იქნება, თუ რა ახალ ტაქტიკებს და იდეებს გამოიყენებს. შემადგენლობის მხრივ სიურპრიზები არ არის, ძალიან მისასალმებელია, რომ გუნდში დაბრუნდა ტიგრან ბარსეღიანი, ის ძალიან კარგ ფორმაშია და შეუძლია დაეხმაროს ჩვენს გუნდს.

საქართველოს ნაკრები ძალიან კარგად შერჩეული მეტოქეა, ვფიქრობ, ორ ძალიან სანახაობრივ მატჩს ვიხილავთ.პროგნოზის გაკეთება ძალიან რთულია, მაგრამ ვფიქრობ, რომ ცოტა გოლები გავა. სომხეთში 1:0 მოვიგებთ და სტუმრად მატჩი ფრედ 1:1 მორჩება" - განაცხადა ტოროსიანმა.

საქართველოსა და სომხეთის ორმატჩიანი დაპირისპირებით ირკვევა, ვინ ითამაშებს ერთა ლიგის მომდევნო სეზონში B ლიგაში და ვინ C ლიგაში. ორი მატჩის გამარჯვებული B დივიზიონში იქნება, ხოლო დამარცხებული შესაბამისად, C დივიზიონში. საქართველოს ნაკრებმა ერთა ლიგის გასულ სეზონში ჯგუფში 7 ქულით მესამე ადგილი დაიკავა და სწორედ ამიტომ უწევს დასარჩენ პლეი-ოფში თამაში.

პირველი შეხვედრა 20 მარტს, 21:00 საათზე ერევანში შედგება, ხოლო საპასუხო 23 მარტს, 18:00 საათზე თბილისში, „დინამო არენაზე“.


კომენტარები (2)

კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია

16:42 | 02.04.2019
lashamax (938)

და რტომ არის ასეთი მციე განსხვავება, რონალდო რიგითი ფეხბურთელია, მესი კი უცხოპლანეტელი,
მესის 500 მილიონი და რონალდოს 1 მილიონიც ეყოფა

16:31 | 02.04.2019
ბაბუ პერესი (16691)

ანრი რა კაცია 1 თვე იმუშავა და კაი ფული იშოვა

17:43 | 02.04.2019
barcelona1991 (4821)

დდდდდ

0.066147