25 წლის ურუგვაელი ფორვარდი დარვინ ნუნესი "ლივერპულს" ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს, აღნიშნულ ინფორმაციას ცნობილი ინსაიდერი ფაბრიციო რომანო ავრცელებს.
წყაროს ცნობით ურუგვაელი ფეხბურთელის ბედი 100 პროცენტით გადაწყვეტილია და ნუნესი ახალ სეზონს ახალ კლუბში დაიწყებს.შესაძლოა ახალი გუნდი მადრიდის "ატლეტიკო" იყოს, რომლის მთავარ მწვრთნელს დიეგო სიმეონეს ურუგვაელის თამაში ძალიან მოსწონს და ანტუან გრიზმანის შემცვლელად მოიაზრებს, რომელიც დიდი ალბათობით კლუბს ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში დატოვებს.
შეგახსენებთ, რომ დარვინ ნუნესი "ლივერპულის" ღირსებას 2022 წლიდან იცავს და კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე აქვს. მისი სატრანსფერო ღირებულება დაახლოვებით 50-60 მილიონი ევროა.