იტალიის სერია B-ს 30-ე ტურში „ფროზინონემ“ „ბრეშა“ 2:1 დაამარცხა და ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, ხოლო გიორგი კვერნაძემ შესანიშნავი გოლი გაიტანა.
ქართველი ფეხბურთელის მიერ გატანილი გოლი ტურის საუკეთესო გოლად დასახელდა. აღნიშნულ ინფორმაციას სერია B-ს ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
22 წლის ქართველ ფეხბურთელს სერია B-ს მიმდინარე სეზონში 25 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი. აღსანიშნავია, რომ გიორგი მხოლოდ 8-ჯერ იყო ძირითად შემადგენლობაში.
„ფროზინონემ“ სერია B-ში ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვა და გასავარდნ ზონას თავი დააღწია, ამჟამად 33 ქულით მე-12 ადგილზეა, მომდევნო ტურში კი, 29 მარტს, გენუის „სამპდორიას“ სტუმრად შეხვდება.
კომენტარის გამოქვეყნებისთვის, გთხოვთ გაიაროთ ავტორიზაცია ან რეგისტრაცია